ჯერ 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულონ — ზურაბიშვილი რუსეთის საგარეოზე
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა ჯერ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი არა უერთიერთობის აღდგენაზე, არამედ დიალოგის დაწყება. ეს არის სალომე ზურაბიშვილის პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის მე-13 წლისთავის წინა დღეებში გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც კრემლი საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს.
"ეს რუსეთის მუდმივი პოზიციაა, რომ, თითქოს, ჩვენზე არის დამოკიდებული. ნება უნდა იყოს მათი მხრიდან და ვხედავდეთ, რომ რაღაცეები იცვლება, დეესკალაციისკენ მიდის იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს არა ურთიერთობების აღდგენა, არამედ დიალოგი. ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში არის საბოლოო გზა, მაგრამ დღეს ამ გზის თუნდაც დასაწყისი არ ჩანს", — ამბობს პრეზიდენტი ტვ იმედთან ინტერვიუში.
ის ამბობს, რომ დღეს რუსეთის ეს განცხადება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის მხარდაჭერა, რასაც დღეს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება უცხადებს.
"რუსეთი ბოლოსდაბოლოს უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ვართ 21-ე საუკუნეში და უნდა შესასრულოს ის ვალდებულელები, რაც თვითონ აიღო 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ეს იქნება ის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გადავიდეთ სხვა ეტაპზე, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება", — აცხადებს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების უარყოფითი განწყობები და კრიტიკა ომის დაწყებასთან დაკავშირებული იმ განცხადებების გამო მიიღო, სადაც ამბობს, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. თუმცა, მოგვინებით ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდა.
აგვისტოს ომის 13 წლისთავის შესრულებამდე ორი დღით ადრე რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მზადყოფნაზე დაიწყო საუბარი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯერ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი "დანაშაულებრივ რეჟიმად" არის მოხსენიებული, შემდეგ უერთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და იმედოვნებენ, რომ "თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს". თუმცა, ამ განცხადებაში არც დეოკუპაციაზეა რაიმე ნათქვამი და არც სხვა რაიმე პირობებზე, თუ როგორ უნდა ურთიერთობების გაუმჯობესება. პოსტში გამოქვეყნებულ რუკაზე კი საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს ისევ ეწინააღმდეგება.
გაიგეთ მეტი:
- აგვისტოს ომის 13 წლისთავის წინ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს
- რადგან წითელი ხაზები არსებობს, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება — კობახიძე
- საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის დეოკუპაციაზე — საგარეო
- პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიიდან ძალები გაიყვანოს — დეგნანი რუსეთის განცხადებაზე
- აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები