კასპში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სამი ადამიანი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. მათივე განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.