სმარტფონი დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მასთან ძალიან დიდ დროს ვატარებთ. აქ თავს იყრის ყველა ის აპლიკაცია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გვიმარტივებს, დაწყებული კალენდრით, მაღვიძარითა და კალკულატორით და დამთავრებული საბანკო აპლიკაციებით, რომლებიც ჩვენი ფინანსების სწორად განკარგვაში გვეხმარება.

ალბათ, ერთხელ მაინც გინატრიათ, რომ ყველა თქვენი საბანკო ანაგარიში ერთ აპლიკაციაში იყოს მოქცეული და მათ შესამოწმებლად სხვადასხვა ბანკებს შორის ძრომიალი არ გიწევდეთ.

იმისათვის, რომ ასეთი რამ შესაძლებელი გახდეს, საჭიროა ბანკების ღია საბანკო სისტემაზე გადასვლა, რაც საქართველოს ბანკმა წარმატებით შეძლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკით თქვენ უკვე შეძლებთ სხვა საბანკო ანაგრიშებისა და ტრანზაქციების კონტროლს.

ეს ფუნქცია მობილბანკში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ამ ბლოგით ვეცდები გასწავლოთ, როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება.

პირველ რიგში, იმისათვის, რომ ღია ბანკინგის ფუნქციით ვისარგებლოთ, საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაცია ბოლო ვერსიამდე უნდა განვაახლოთ და შედმეგ გავხსნათ.

შემდეგ გადავდივართ პროდუქტებში და ვირჩევთ სხვა ბანკებს — სხვა ბანკებში გადასვლის შემდეგ დაინახვთ ასეთ ფანჯარას. დავაწვებით ანგარიშის დამატებას და ავირჩევთ სასურველ ბანკს. ჩემ შემთხვევაში, მე ავირჩიე TBC ბანკი, ამის შემდეგ კი უნდა დავეთანხმოთ წესებსა და პირობებს.

წესებისა და პირობების გაცნობის შემდეგ, აპლიკაცია იმ ბანკის ანგარიშზე შესვლას მოგთხოვთ, რომელსაც თქვენ ამოირჩევთ. ავტორიზაციის წარმატებით გავლის შემდეგ გამოჩნდება ახალი ფანჯარა, სადაც თქვენთვის სასურველ ანგარიშს აირჩევთ და იქვე მონიშნავთ იმ ინფორმაციას, რისი ნახვაც საქართველოს ბანკის მობილბანკის მეშვეობით გსურთ.

სულ ეს არის, ბოლო ეტაპზე თქვენს ანგარიშებში სხვა ბანკიც, ან თუ გნებავთ, ბანკებიც გამოჩნდება.

დარწმუნებული ვარ ეს სიახლე ძალიან მოგეწონებათ, გარდა იმისა, რომ თქვენი ანგარიშების შემოწმება ერთი სივრციდან ბევრად უფრო კომფორტულია, ეს თქვენთვის ძვირფას დროსაც დაგაზოგინებთ და სმარტფონსაც ნაკლებად დატვირთავთ უამრავი აპლიკაციის გახსნით.