აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში დაიჭირეს თევზი, რომელსაც ადამიანის კბილების მსგავსი კბილები აქვს. თევზის ფოტო ფეისბუქზე ადგილობრივმა მეთევზეთა გვერდმა — Jennette's Pier გაავრცელა.

ფოტოს გავრცელების შემდეგ სპეციალისტებმა ის ცხვრისთავა თევზად დააიდენტიფიცირეს და მას რამდენიმე რიგად განლაგებული კბილები აქვს. ეს უკანასკნელი მას ნადირობას უმარტივებს. ამ სახეობის სახელი თავის მოყვანილობის სპეციფიკურობიდან მომდინარეობს, რის გამოც მას ცხვარს ამსგავსებენ. თუმცა, როგორც ფოტოებზეც ჩანს, თევზის კბილები ადამიანის თანკბილვასაც მნიშვნელოვნად ჰგავს.

ცხვრისთავა იშვიათი თევზია, მისი დაჭერა კი არც ისე მარტივი საქმე. გავრცელებული ინფორმაციით, თევზის დაჭერა ადგილობრივმა ნათან მარტინმა შეძლო.

ცხვრისთავას სახეობას სხვაგვარად Archosargus probatocephalus ჰქვია და ის 76 სანტიმეტრის სიგრძემდე იზრდება, თუმცა, უფრო ხშირად 30-50 სანტიმეტრს აღწევს. ცნობილია, რომ ეს სახეობა ატლანტის ოკეანეში ბინადრობს.