ქართველმა სპორტსმენმა და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალურ შეხვედრაზე ამერიკელ სპორტსმენს, გეიბლ სტივენსონს დაუპირისპირდა. ქართველი სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში 125 კილოგრამიან კატეგორიაში ასპარეზობდა.

ამ წარმატების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ტოკიო 2020-ზე უკვე 8 მედალი დაუგროვდა.

გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორია. ევროპის ორგზის ჩემპიონს, ორგზის ვერცხლისა და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორს წარმატებები მსოფლიოს მასშტაბითაც აქვს მოპოვებული: გენო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ორგზის მესამე პრიზიორია.