კასპში დაპირისპირების შედეგად 50 წლის კაცი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს უთხრა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამომძიებლო სამუშაოები მის დასაკავებლად.