ჟურნალ Royal Society Journal Proceedings B-ში გამოცემული კვლევა გვთავაზობს, რომ მსოფლიოს გარშემო ფუტკრებს ვაროას ტკიპისგან, რომელიც ფუტკრებზე და ფუმფლებზე (ფუტკრის ბარტყი) ცხოვრობს და მათით იკვებება, თავის დაცვის უნარი უვითარდებათ.

ფუტკრებს ისედაც აქვთ კომპლექსური ჰიგიენური ქცევები, როგორიცაა ინფიცირებული ფუმფლების (ან თაობების) სკებიდან მოშორება.

კვლევა გვატყობინებს, რომ 40 წლიანი დაკვირვება ისეთ კოლონიებზე, რომლებიც ყველანაირი ქიმიური მკურნალობის გარეშე უმკლავდებიან ინვაზიებს, აჩვენებს, რომ ფუტკრები თავიანთ თავდაცვით ქცევებს ვაროას ტკიპის დასამარცხებლად სიტუაციას არგებენ და იყენებენ.

ვაროას ტკიპა (წითელი წერტილი) ფუტკარზე

ფოტო: University of Hawaii

"ამგვარი რეზისტენტულობა გლობალურად ვრცელდება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ბოლო დროს გაიზარდა იმ მეფუტკრეების რაოდენობა, ვისაც ტკიპის მოსაშორებლად ქიმიური საშუალებების გამოყენება აღარ უწევს", — თქვა სალფორდის უნივერსიტეტიდან იზაბელ გრინდროდმა.

ტკიპების მხრიდან "ზეწოლამ" ჯანმრთელ ფუტკრებს ადაპტაციისკენ უბიძგა.

"მათი ადაპტაციის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჯანმრთელი ფუტკრების კოლონიების დაცვა და შენახვა არის საჭირო, — რათა შევინარჩუნოთ ეს უნარი — რადგან მომავალში სხვა, ახალი დაავადებები და ზეწოლითი ფაქტორები გაჩნდება", — შეაჯამა იზაბელ გრინროდმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.