ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ პანდემია ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებზე გავლენას ახდენს, თუმცა განვითარების პერსპექტივას სწორედ ვაქცინაციაში ხედავს.

"პანდემია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე, საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. თუმცა, დღეს ვართ სიტუაციაში, როდესაც, ფაქტობრივად, უკვე ხელთ გვაქვს იარაღი, რითიც შესაძლებელია, რომ ვებრძოლოთ პანდემიას.

მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ვაქცინა არის, რეალურად, ერთადერთი საშუალება, იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, დავიცვათ ჩვენი გარშემომყოფები, განსაკუთრებით ბავშვები და ქვეყანას შევუნარჩუნოთ, რა თქმა უნდა, განვითარების პერსპექტივა", — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა იმედის ეთერში.

5 აგვისტოს ლაშა ხუციშვილმა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს გეგმებზე ისაუბრა.

გაიგე მეტი: