დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, რომელიც არაერთხელ დასწრებია ქართული ოცნების პარტიულ შეკრებებს, განაცხადა, რომ აპოლიტიკური ადამიანია. ჟურნალისტის კითხვას, შეზღუდვების დაწესება-არდაწესების საკითხი პრემიერმინისტრის მოთხოვნის შესაბამისად, პოლიტიკური დღის წესრიგით ხომ არ წყდება, გამყრელიძემ ასე უპასუხა.

"თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მე პოლიტიკურ კითხვებს და პოლიტიკური კონტექსტით კითხვებს არ ვპასუხობ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია, არ ვპასუხობ. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი".

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს, გამყრელიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ შედარებით უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრეა, ვიდრე მოცემულ მომენტში არის. თუმცა, ის აღნიშნავდა, რომ შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს, სადაც სამედიცინო სფეროს გარდა ეკონომიკური თუ ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებიც არიან.

გაიგე მეტი: