ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტომ დეილიმ ღუნღულა ჟაკეტის ქსოვა დაასრულა
მიუხედავად იმისა, ადევნებთ თუ არა ოლიმპიურ თამაშებს თვალს, ქსოვით გატაცებული ტომ დეილის ქსოვის ფოტოები ნამდვილად გეცოდინებათ. ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მან მეწყვილესთან ოქროს მედლის მოგების გარდა, ხალხის გულიც სამუდამოდ დაიპყრო.
ტომმა საზოგადოების ყურადღება იმით მიიქცია, რომ თამაშებს საქსოვი ჩხირებითა და ძაფებით ესწრებოდა. ტომი უდიდესი გულმოდგინებით მუშაობდა. მისი ქსოვის ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
როგორც იქნა, ტომმა ოლიმპიადაზე დაწყებული ბოლო პროექტი დაასრულა და მოქსოვილი ფუმფულა ჟაკეტიც გვაჩვენა.
ჟაკეტის უკანა მხარეს ტომის მშობლიური დროშა და ოლიმპიური თამაშების სიმბოლოა გამოსახული, წინ კი იაპონურ ენაზე შეგიძლიათ "ტოკიო" ამოიკითხოთ.
დეილი წლევანდელ ოლიმპიადაზე ყურადღების ცენტრში მხოლოდ ოქროს მოგებით ან ქსოვით არ მოქცეულა. გამარჯვების შემდეგ მის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ ინტერნეტში ასევე დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ფოტო: madewithlovebytomdaley / Instagram
ფოტო: madewithlovebytomdaley / Instagram
"საოცრად ვამაყობ, რომ ვარ გეი და ასევე ვარ ოლიმპიური ჩემპიონი", — განაცხადა ტომმა, — "როცა პატარა ვიყავი, არასდროს მეგონა, რომ, იმის გამო, ვინც ვიყავი, ამას მივაღწევდი. ახლა, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია.
"ვიმედოვნებ, ყველა ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანი დაინახავს, რომ, მიუხედავად იმისა, რამდენად მარტოსულად გრძნობ ახლა თავს, მარტო არ ხარ. ყველაფრის მიღწევა შეგიძლია".
დეილისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა, თუმცა, პირველი ოქროს მედალია. მან ბრინჯაოს მედლების მოპოვება 2012 და 2016 წლებში შეძლო ლონდონისა და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები