დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ თბილისსა და ბათუმში, იქ სადაც ყველაზე მაღალია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, თითქმის 100% დელტა შტამია.

"თბილისსა და ბათუმში დელტა შტამი არის თითქმის 100% უკვე და მთლიანად საქართველოში 80%-მდე. დელტა+ 10-მდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული ლაბორატორიულად", — თქვა იმნაძემ.

რა არის დელტა და დელტა პლუსი

ვირუსის არსებული ვარიაციებიდან, ყველაზე მაღალი გადამდებობებით დელტა (B.1.617.2), ეგრეთ წოდებული "ინდური შტამი" გამოირჩევა, რომელიც პირველად 2020 წლის ოქტომბერში, ინდოეთში გამოჩნდა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ინგლისის საჯარო ჯანდაცვის სააგენტოს მიხედვით, დელტა შტამი, უხანის შტამზე 97%-ით უფრო გადამდებია. მიუხედავად ამისა, სრული ვაქცინაცია ვირუსის ამ ვარიანტისადმი ისევ ეფექტიანია.

დელტა პლიუსს, დელტასგან განსხვავებით დამატებითი მუტაცია აქვს — K417N, რომელიც მას გამოარჩევს იმიტომ, რომ ის საპიკ ცილის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას. შეგახსენებათ, სპაიკ ცილა ვირუსის მასპინძელ უჯრედთან მიმაგრებისთვის აქვს.

მეცნიერები სპაიკ ცილის მუტაციებს განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ აქცევენ, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ვარიანტის გავრცელების და ინფიცირების პოტენტურობას.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის მიხედვით, დელტა პლიუსის ცნობილ ვარიანტს "შემაშფოთებელი თვისებები" აქვს, როგორიცაა გაზრდილი გადამდებობა, ფილტვის უჯრედებთან უფრო მჭიდრო მიმაგრება და იმუნური პასუხის "შემცირება".