მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი ქორწილი და სხვა დიდი თავშეყრები — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციის გავრცელებას ქორწილები და სხვა დიდი თავშეყრები უფრო მეტად აჩქარებს, ვიდრე, მაგალითად ტურიზმი. მისი თქმით, ამის თქმის საშუალებას ინფიცირებულთა კონტაქტების გამოკვლევით მიღებული შედეგები აძლევს.
"ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი სხვა ფაქტორია აქ. მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი ქორწილი და სხვა ასეთი დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს. ეს არის მთავარი წყარო.
კონტაქტების გამოკვლევა როცა კეთდება, ეს არ არის ტურისტიდან გამომდინარე. ეს არის სწორედ აი ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ის აღნიშნავს, რომ ნებისმიერი თავშეყრის დროს მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რაღა ღონისძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს.
"მთავარი რისკი არის იქ, სადაც წესების დაცვა არ ხდება და ვერ ხდება. ეს იწვევს სწორედ ინფექციის გავრცელებას, თორემ, რაც დაგეგმილია წინასწარ, ადამიანების რაოდენობა განსაზღვრულია, სადაც დისტანციაა დაცული და წესია დაცული, ის ბუსტერს არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის გარკვეულად ოჯახური თავშეყრა და ამ წესების დაცვა არ ხდება. ეს არის ყველაზე საშიში", — აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაბუნიამ, ასევე, განაცხადა, რომ თუ დიდი კონცერტებისა და ფესტივალების ორგანიზატორები დაგეგმილ ღონისძიებებს გადადებენ, ეს იქნება დიდი დახმარება ჯანდაცვის სამინისტროსთვის ინფექციის სამართავად.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები