წინა კვირას რუსეთის პირსის მოდული საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მოხსნეს და განაცალკევეს. ამ დროს მას მუშაობის მე-20 წლისთავამდე ერთი თვე აშორებდა.

Space.com-ზე დაყრდნობით, დედამიწაზე დაშვებისას, როცა მოდული მთლიანად იწვოდა და იშლებოდა, კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის წევრებმა ექვსწუთიანი სინათლის შოუ იხილეს, როგორც ვარდნილი ვარსკვლავის ნელი წვისას ხდება ხოლმე. საბედნიეროდ, ორბიტის ქვემოთ მცხოვრებთათვის კადრების გადაღება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ფრანგმა ასტრონავტმა ტომას პესკეტმა მოახერხა, რომელმაც დიდებული ცეცხლოვანი სფერო აღბეჭდა და სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.

მიუხედავად თავის მსხვერპლად გაღებისა, პირსის არენიდან გასვლა ბევრად უფრო მშივიდი გამოდგა, ვიდრე მისი შემცვლელი მოდულის, ნაუკას შემოსვლა. ISS-თან კოსმოსური ხომალდების შეპირაპირებიდან მალევე, ახალმა მოდულმა ძველის გათავისუფლების ბრძანება მიიღო, ძრავები აანთო და მთლიანი კოსმოსური სადგური ხანმოკლე კრიზისში გადაისროლა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მდგომარეობა დასტაბილურდა, ამიტომაც შეგვიძლია სიამოვნებით ვუცქიროთ წინა მოდულის წაბრძანებას.

"ატმოსფეროში ხელახალი შეღწევა სიცხისგან დამცავი ფარის გარეშე ცეცხლოვანი სფეროს წარმოქმნით სრულდება, თქვენ კი გარკვევით შეგიძლიათ იხილოთ, როგორ შორდება ხომალდს დნობადი მეტალის ნაწილაკები და ფოიერვერკებს ემატება", — წერს პესკეტი.

მან ასევე ივარაუდა, რომ დედამიწელი მაყურებლები შესაძლოა სურვილსაც კი უთქვამდნენ მოცილებულ ფოლადს დედამიწაზე ჩამოვარდნისას, ვინაიდან იგი ვარდნილ ვარსკვლავს ძალიან ჰგავს.

"როცა შემდეგში ვარდნილ ვარსკვლავს დაინახავთ, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა სინამდვილეში ISS-ის ნაგავი იწვოდეს. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რამდენად გამართლებულია, მაგრამ რას გაიგებ, ამიტომაც მაინც გირჩევთ, მიხვიდეთ და სურვილი ჩაიფიქროთ", — აცხადებს პესკეტი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.