აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის უხუცესთა ანსამლ ბერმუხას წევრები მასობრივ ვაქცინაციას შეუერთდნენ. მათივე განცხადებით, თორმეტივე ქორეოგრაფი Pfizer-ის პირველი დოზით აიცრა.

"ბერმუხას ყველაზე უხუცესი წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძე", — აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, აჭარაში ვაქცინაცია 20 სამედიცინო დაწესებულებასა და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს.