ლექსო ლაშქარავა ორგანზაცია თავისუფალი პრესის კოალიციის (One Free Press Coalition) ათეულშია. ეს არის იმ ჟურნალისტთა სია, რომელთა წინააღმდეგ ძალადობა პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელდა და დღემდე სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

სიაში ლექსო ლაშქარავა არის ლიბიელ, მალელ, ავღანელ, ერაყელ, ირანელ, ეგვიპტელ, ბრაზილიელ, თურქ და ესვატინელ ჟურნალისტებს შორის.

"TV პირველის ოპერატორი გარდაიცვალა თბილისში რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მას ანტი-ლგბტ პროტესტანტები აქციის გაშუქების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მიიღო ტვინის შერყევა, დაუმტვრიეს სახის ძვლები და დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია. მის გარდაცვალებაზე შსს-მ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწო", — ნათქვამია ლექსო ლაშქარავაზე.

ორგანზაცია თავისუფალი პრესის კოალიციის (One Free Press Coalition) მიზანია მსოფლიოს წამყვანი მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელების და რედაქტორების გაერთიანება, რათა ერთობლივად მოახერხონ მსოფლიოს ყურადღების მიქცევა მედიის წინააღმდეგ მათი საქმიანობის გამო მიმართულ ძალადობაზე. ორგანიზაციის წევრები არიან ისეთი ცნობილი მედიასაშუალებები, როგორიცაა ვაშინგტონ პოსტი, ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, როიტერსი, დოიჩე ველე, ბლუმბერგი, ფორბსი, ალ ჯაზირა და ა.შ.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ დია ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული, გარდაიცვალა.

სწორედ ამის გამო მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ტიპის აქციებს მართავენ და რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო, არამხოლოდ უშუალოდ მოძალადეების, არამედ ორგანიზატორებისა წამხალისებლების დასჯას ითხოვენ. გარდა ამისა, ჟურნალისტების მოთხოვნაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს პრემიერმინისტრმა. ამის ნაცვლად, ღარიბაშვილი ყოველდღიურად მედიას ესხმის თავს.