ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუპოვა. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. +109 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცით 223 კგ ასწია. აკვრაში მისი შედეგი 265 კგ-ია, ორჭიდის ჯამში კი 488 კგ ასწია.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგებით ლაშა ტალახაძემ ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ამავე თემაზე: