ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების წარმატებას კიდევ ერთი — ლაშა ტალახაძის მიერ მსოფლიო რეკორდის მოხსნა დაემატა. ლაშამ ატაცით 223 კგ ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძემ ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აპრილში რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ატაცით 222 კილოგრამის აწევა შეძლო და ოქროს მედალი მოიპოვა.

წინა რეკორდები სპორტსმენმა 2019 წელს დაამყარა. აპრილში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მან 218 კგ დაძლია, აგვისტოში კი — 219 კგ დააფიქსირა.