140 100 ადამიანს სესხის პროცენტი გაუძვირდა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 140,1 ათას მომხმარებელს, რომელთაც კრედიტი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხის საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით გაეზრდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კვლევას "საზოგადოება და ბანკები" აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით ცვლადი საპროცენტო განაკვეთით 140 100 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, მთლიანი პორტფელი კი 7,8 მილიარდი ლარის ოდენობისაა.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები სხვადასხვა ტიპის მიხედვით ასე ნაწილდება:
- რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი ივლისის მონაცემებით 60 300 სესხია მიბმული, საშუალოდ 11,54%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2,9 მილიარდი ლარია;
- 30 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც პირველი ივნისთან შედარებით 900-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 3,78 მილიარდი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1,15 მილიარდი ლარი გასცეს, საშუალოდ 14,36%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი ივლისის მონაცემებით 2,62 მილიარდი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13,32%-ში;
- ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი ივლისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19,2 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალოდ 21,13%-ში გაასესხეს.
აღსანიშნავია, რომ 3 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხის კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 101,2 მილიონი ლარია.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას უკავშირდება. 2021 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა — ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 14,3% იყო.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 3%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები