კიბოს ოჯახური სინდრომი — სოფო წიწილაშვილის რჩევები ონკოლოგიურ პაციენტებს
ავთვისებიანი სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ეს დიაგნოზი ოჯახში რამდენიმე წევრს უდასტურდება. ამის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს.
პირველ რიგში — გარემო პირობები, მავნე ჩვევები ან არასწორი ცხოვრების წესი. მაგალითისთვის, თუ ოჯახში რამდენიმე მწეველია და სიცოცხლის განმავლობაში მათ უდასტურდებათ ფილტვის კიბოს დიაგნოზი, ამ შემთხვევაში კიბოს განვითარების შესაძლო მიზეზს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება და ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ოჯახური კიბოს სინდრომთან.
რაც შეეხება მეორე მიზეზს — ავთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით 5-10 % გამოწვეულია მემკვიდრული წინასწარგანწყობით, რომელსაც ადამიანი მშობლების გენების საშუალებით იღებს. გენები ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში არსებული დნმ-ის მონაკვეთია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის თვალისა და თმის ფერს, სიმაღლეს და ა.შ. გენების უეცარ, მკვეთრ ცვლილებას მუტაცია ეწოდება. მუტაციების დროს გენები კარგავენ უჯრედების გამრავლების კონტროლის უნარს და ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნე, სწორედ ასეთი მუტირებული გენები გადაეცემა თაობებს ოჯახური კიბოს სინდრომის დროს.
რაც შეეხება მემკვიდრული საკვერცხისა და ძუძუს კიბოს სინდრომს, როდესაც ქალს უდასტურდება ძუძუს და საკვერცხის კიბო ან ორივე ძუძუს კიბო, ეჭვი უნდა მივიტანოთ მემკვიდრული სინდრომის არსებობაზე. გარდა ზემოთ ნახსენები სიმსივნეებისა, ქალებს შესაძლოა დაემართოს ფალოპის მილის, პერიტონეუმის, ხოლო მამაკაცებს ძუძუს, პანკრეასის და პროსტატის კიბო.
მემკვიდრული კიბოს სინდრომის არსებობაზე ეჭვი რამდენიმე შემთხვევაში მიგვაქვს. ესენია:
- თუ ოჯახში არის ერთი და იგივე კიბოს შემთხვევა (განსაკუთრებით თუ იშვიათი სიმსივნეა);
- ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დგინდება ახალგაზრდა ასაკში (პირობითად 20 წლის ასაკში ნაწლავის კიბო);
- როდესაც ადამიანს ცხოვრების მანძილზე უდასტურდება 1-ზე მეტი სიმსივნე;
- როდესაც დედმამიშვილებს უდასტურდებათ ერთი და იგივე სიმსივნე;
- როდესაც რამდენიმე თაობას (ბაბუა, მამა, ვაჟი) უდასტურდება ერთი და იგივე სიმსივნე;
- როდესაც კიბოს ვითარდება წყვილ ორგანოში.
"თუ კრიტერიუმების შეფასების შემდეგ სავარაუდოა კიბოს ოჯახური სინდრომის არსებობა, პაციენტს უტარდება გენეტიკური ტესტირება. მუტაციის დადასტურების შემთხვევაში ალბათობა,რომ პირველი რიგის ნათესავებსაც დაემართებათ ავთვისებიანი სიმსივნე 50%-ია. გამოსავალია პროფილაქტიკური კვლევების გაკეთება უფრო ხშირად, ვიდრე საშუალო პოპულაციური რისკის ადამიანებს სჭირდება (6-12თვეში), რათა მოხდეს კიბოსწინარე მდგომარეობის ან ავთვისებიანი სიმსივნის ადრეულ სტადიის აღმოჩენა და პაციენტის დროული მკურნალობა", — აღნიშნავს სოფო წიწილაშვილი.
საბოლოოდ, ონკოლოგთან ერთად თოდუას კლინიკაში თითოეული პაციენტი ინდივიდუალურად განიხილავს საკუთარ შემთხვევას, არკვევს აქვს თუ არა მემკვიდრული კიბო და საჭიროების შემთხვევაში გენეტიკურ კვლევას იტარებს. საწყის სტადიაზე გამოვლენილი სიმსივნის დროს განკურნების ალბათობა გაცილებით მაღალია შორსწასულ შემთხვევებთან შედარებით.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები