ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის ჯაველინის რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ტექნიკის ღირებულება 30 მილიონი დოლარია.

სააგენტოს თანახმად, აღნიშნული შეთავაზებული გაყიდვა ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით გააუმჯობესებს, რომელიც სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორია.

"ჯაველინის სისტემა საქართველოს დაეხმარება, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცვას. შეთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობას, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდით მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს გაუმკლავდეს", — აცხადებს თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო.

სააგენტოს განცხადებით, აღჭურვილობის შეთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს არ შეცვლის.

საქართველომ ამერიკისგან 82 ჯაველინის FGM-148 რაკეტისა და 46 ჯაველინის გამშვები დანადგარის (CLU) შესყიდვა მოითხოვა.