დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 934, ხოლო გარდაიცვალა — 38 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 229 კვლევა ტესტით, მათ შორის, 26 469 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 760 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,36%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 8,35%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 7,65%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 948 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 924;
  • აჭარა — 591;
  • იმერეთი — 518;
  • ქვემო ქართლი — 200;
  • შიდა ქართლი — 185;
  • გურია — 107;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 222;
  • კახეთი — 270;
  • მცხეთა-მთიანეთი — 92;
  • სამცხე-ჯავახეთი — 97;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102, საიდანაც 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 240, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 261.

2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 27 605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 46 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 26 931.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: