პროკურატურამ დაადგინა, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორი ქალებს სექსუალურად ავიწროებდა
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ არაერთი ქალი სექსუალურად შეავიწროვა. პროკურატურა ამბობს იმასაც, რომ კუომო ცდილობდა სამაგიერო გადაეხადა ერთ-ერთი ქალისთვის, რომელიც მას შევიწროებაში ადანაშაულებდა.
პროკურორის, ლეტისია ჯეიმსის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ კუომო წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროვებდა ამჟამინდელ და ყოფილ სახელმწიფო თანამშრომლებს, ასევე რამდენიმე ქალს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში არ იყო დასაქმებული და არც მის დაქვემდებარებაში მუშაობდა. პროკურორის თქმით, კუომო არასასურველად, მათი ნების წინააღმდეგ ეხებოდა ქალებს, ეუბნებოდა სექსუალური და შეურაცხმყოფელი შინაარსის ფრაზებს და ქმნიდა მტრულ სამუშაო გარემოს ქალებისთვის.
BBC-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ქალებმა განაცხადეს, რომ კუომო მათი ნების წინააღმდეგ კოცნიდა და ისვამდა კალთაში. არსებული ინფორმაციით, მან სექსუალურად შეავიწროვა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურეც და მაისურის ქვეშ, მკერდზე შეეხო საკუთარ თანაშემწეს.
AP-ს ინფორმაციით, გამოძიებისას დაიკითხა 179 ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ შევიწროების მსხვერპლი ქალები, კუომოს ძველი და მოქმედი თანამშრომლები და თავად გუბერნატორი. გამომძიებლის განცხადებით, მათ იპოვეს 11 ქალი, რომელთა მონათხრობი შევიწროების შესახებ დადასტურდა სხვადასხვა მოწმის ჩვენებითა და მიღებული შეტყობინებებით.
კუომო ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ არასდროს შეხებია ვინმეს შეუსაბამოდ. შტატის რამდენიმე კანონმდებელმა, მათ შორის, კუომოს პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები