რა პრობლემები აქვთ მიგრანტებს საქართველოში ვაქცინაციისას — TDI-ის მიმართვა მთავრობას
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, ახალი რეგულაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანაში მყოფ უცხოელებს ვაქცინა გაიკეთონ მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე ვრცელდება და პრობლემურია. მათი განმარტებით, ვაქცინაციას ვერ შეძლებენ უსაბუთოდ მყოფი უცხოელები და ის პირები, ვინც ქვეყანაში კანონიერად იმყოფებიან, თუმცა ბოლო 3 თვის განმავლობაში, საქართველოში კანონიერად ყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, მოუხდათ საზღვრის გადაკვეთა და კვლავ შემოსვლა.
TDI-ში აცხადებენ, რომ ვაქციანაციაზე წვდომის შეზღუდვა, საფრთხეს უქმნის როგორც მიგრანტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ისე შეიცავს ვირუსის გავრცელების რისკს.
"უსაბუთო მიგრანტების კატეგორია განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნება. საკუთარი სამართლებრივი სტატუსის გამო, მათ ისეც შეზღუდული აქვთ არაერთ სერვისზე წვდომა. გლობალური პანდემიის პირობებში კი მათი სოციალური, ეკონომიკური და ჯანრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტი რისკის წინაშე დადგა. [...]
ვაქცინას ვერ იკეთებენ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებთანაც საქართველოს დაწესებული აქვს უვიზო მიმოსვლა და რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ. არაგონივრულია ამ პირების საქართველოში დროებით შემოსულ ტურისტებთან გათანაბრება, რადგან ისინი ხანგრძლივი პერიოდია იმყოფებიან საქართველოში და საზღვრის კვეთა ობიექტური გარემოებების გამო — ქვეყანაში კანონიერად ყოფნის გახანგრძლივების მიზნით მოუხდათ", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
გარდა ამისა, TDI-ში ამბობენ, რომ კვლავ უცვლელი რჩება შეზღუდვა ინდოელი სტუდენტების მიმართ, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისითაა შესაძლებელი. მათი თქმით, ეს რესიები შეზღუდული რაოდენობითაა და სტუდენტები ვერ ახერხებენ სასწავლებლად დაბრუნებას.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პანდემიის საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს:
- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოში მცხოვრებ უსაბუთო მიგრანტებს. გამოინახოს ვაქცინაციის იმგვარი ფორმა, რომელიც მიუხედავად საქართველოში ყოფნის სამართლებრივი სტატუსისა, დაუბრკოლებლად მისცემს მათ ვაქცინაციის შესაძლებლობას;
- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოში კანონიერად მყოფ იმ უცხოელებს, რომლებმაც უახლოეს წარსულში ობიექტური მიზეზებით გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი;
- მოიხსნას ინდოელი სტუდენტების საქართველოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისთან დაკავშირებული პირობა და მათ მიეცეთ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვილს საშუალება.
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
კომენტარები