ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით წულუკიანი საპტრიარქოს წარმომადგენელს შეხვდა — სად გადაიტანენ ოქროს ფონდს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელთან, მეუფე ვახტანგთან (ლიპარტელიანი) ერთად იმსჯელა, სად გადაიტანენ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ოქროს ფონდში შემავალი 1 000-ზე მეტი ექსპონატის დროებითი განთავსების ადგილად ორი სივრცე განიხილება:
- შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უკანა კორპუსი. სამინისტროს ინფორმაციით, იგი ე.წ. სემინარიის შენობისგან დამოუკიდებელია, უფრო გვიანაა აშენებული და შედარებით მყარია;
- სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი.
სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის უკანა კორპუსში შესაძლებელია განთავსდეს არა მხოლოდ ოქროს, არამედ ყველა სხვა ფონდიც, თუმცა ის გარკვეული სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. რაც შეეხება ისტორიის მუზეუმს, მისი როგორც საგამოფენო, ისე ფონდსაცავი სივრცეები მზადაა, თუმცა ფართიდან გამომდინარე მასში მხოლოდ ოქროს ფონდის განთავსება მოხერხდება, ისიც არასრულად.
სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ორ სივრცეს შორის ერთ-ერთის ასარჩევად მუშაობას გააგრძელებს როგორც თავად უწყება, ისე საპატრიარქო.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ფონდის რომელიმე სივრცეში გადატანამდე მისი აღწერა უნდა დასრულდეს და ზოგიერთი ექსპონატი პროფესიონალებმა გაამაგრონ.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფონდების სხვაგან გადატანის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გადაწყდა, რომ მუზეუმის ძირითადი, ე.წ. სემინარიის შენობა აღდგენას საჭიროებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ, ექსპონატები კვლავ დაუბრუნდება მუზეუმს.
მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ევაკუაციის დაწყებას ამ ეტაპზე დაუშვებლად მიიჩნევს. მისივე თქმით, ევაკუაციის საავტორო პროექტზე ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დიდი გუნდი მუშაობდა, ხოლო მის უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებლები თავად ის, მისი მოადგილე და მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. კიკნაძე ამბობს, რომ წულუკიანის მიერ ახალი დირექციის დანიშვნის შემდეგ მათ მიერ შემუშავებული პროექტი დღის წესრიგიდან მოხსნა, ევაკუაციის ახალი გეგმის მოთხოვნის შემდეგ კი მმართველის თანამდებობიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
კომენტარები