ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ინსპექტორმა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, სავარაუდო ბრალდებულისგან აიღო ქრთამი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.