საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ქართველი მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი ოლიმპიადიდან მოხსნეს. კომიტეტში განმარტავენ, რომ დოპინგ ტესტის შედეგად მას აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოაჩნდა.

კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები განიხილავენ.

"აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი", — წერია განცხადებაში.

Reuters ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სპორტსმენს შეუძლია თავისი ტესტის გადამოწმება მოითხოვოს.