მარკ მაჯიორი წარმოშობით ფრანგი მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და მუსიკოსია, რომელიც ამჟამად ძირითადად აშშ-ში ცხოვრობს და იქვე ეწევა შემოქმედებით საქმიანობასაც.

მრავალფეროვან ინტერესებს შორის ყველაზე დიდი წარმატება მას მხატვრობამ მოუტანა: მარკს განსაკუთრებით იტაცებს ვესტერნის ჟანრი, ამიტომაც ძირითადად ამერიკელ კოვბოებს, აბორიგენ ამერიკელებს და ამერიკის სამხრეთ შტატების ლანდშაფტსა თუ კულტურულ თავისებურებებს ხატავს.

იმდენი მხატვრის შესახებ გვსმენია და მათი ნაირ-ნაირი ნახატებიც გვინახავს, რომ რთულია, დღეს ვინმე შენი შემოქმედებით გააოცო. მაგრამ მარკ მაჯიორის ნახატები იმდენად რეალისტურია, განსაკუთრებით ღრუბლებისა და გარემოს სხვა დეტალების ასახვით, რომ მნახველს მაშინვე აჯადოებს.

თუ არ გჯერათ, აი, თავად დარწმუნდით:

1. ველური დასავლეთი

ფოტო: Mark Maggiori

2. ცხენები

ფოტო: Mark Maggiori

3. ქუდები

ფოტო: Mark Maggiori

4. და კოვბოები

ფოტო: Mark Maggiori

5. აბორიგენი ამერიკელები მისი ნახატების ერთ-ერთი მთავარი გმირები არიან

ფოტო: Mark Maggiori

6. მისი შემოქმედების ყველაზე გამორჩეული სავიზიტო ბარათი მაინც ღრუბლებია

ფოტო: Mark Maggiori

7. ყველა ნახატში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

ფოტო: Mark Maggiori

8. და მცირე დეტალების სრულყოფილი შესრულება მაშინვე გატყვევებს

ფოტო: Mark Maggiori

9. თანაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში

ფოტო: Mark Maggiori

10. მისი ყოველი ნამუშევარი ამერიკის სამხრეთში გამოგზაურებს

ფოტო: Mark Maggiori

11. და კოვბოების გვერდით აღმოაჩენ ადგილობრივ კულტურას და ბუნებას

ფოტო: Mark Maggiori

12. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ხელით დახატულ ნახატებს უყურებ და არა — ფოტოებს?

ფოტო: Mark Maggiori