ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ქვეყანა უკვე შევიდა პიკის ფაზაში და დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში პროგნოზულად. ჩვენ პროგნოზებს ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიდან. ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე", — განაცხადა გაბუნიამ.

3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 895, ხოლო გარდაიცვალა — 34 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის, 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 8,08%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 7,41%.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: