საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 51% ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ემხრობა. აქედან 29% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ცალსახად ემხრობა, 22% კი გარკვეულწილად.

კვლევის მიხედვით, ვადამდელ არჩევნებს გამოკითხულთა 39% ეწინააღმდეგება. ცალსახად ეწინააღმდეგება 27%, გარკვეულწილად — 12%. 10%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა, ან უპასუხა რომ არ იცის.

ფოტო: IRI

ასევე, გამოკითხულთა 53% ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებულ არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ არ ენდობა.

IRI-ს კვლევის თანახმად, 11% სრულად ენდობა, 30% ნაწილობრივ. 25% ამბობს, რომ საერთოდ არ ენდობა, 28% კი ნაკლებად. 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ფოტო: IRI

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 74 პროცენტი.