საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ყოფილ პრემიერმინისტრს ახლანდელზე დიდი რეიტინგი აქვს. გამოკითხულთა 56%-სთის გიორგი გახარიაა მისაღები, 40%-სთვის კი ირაკლი ღარიბაშვილი.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88%-ს საქართველოს პატრიარქი მოსწონს, 58%-ს — თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, 56%-ს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, ხოლო 40%-ს მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევა მიმდინარეობდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში პირისპირ ინტერვიუს ფორმატით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის მიცემის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით ყველა სოფელსა და რაიონში, გარდა ოკუპირებული რეგიონებისა.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 74 პროცენტია.