საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 64% ქვეყანაში მთავარ პრობლემად ეკონომიკურ მდგომარეობასა და უმუშევრობას ასახელებს. როგორც IRI აღნიშნავს, რესპონდენტებს უფლება ჰქონდათ ორი სპონტანური პასუხი გაეცათ.

მოსახლეობის 45% კი ქვეყნის მთავარ გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემას ასახელებს. კვლევის მიხედვით, ქვეყანის მთავარ პრობლემად სიღარიბე 22%-მა დაასახელა.

ფოტო: IRI

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევა მიმდინარეობდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში პირისპირ ინტერვიუს ფორმატით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის მიცემის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით ყველა სოფელსა და რაიონში, გარდა ოკუპირებული რეგიონებისა.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 74 პროცენტია.