საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კვირას რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას გამოკითხულთა 26% მისცემდა ხმას, ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა14%, ხოლო პარტიას საქართველოსთვის გამოკითხულთა 9%.

კვლევის მიხედვით, დანრჩენ პოლიტიკურ პარტიებზე პროცენტული გადანაწილება შემდეგია:

  • ლეიბორისტული პარტია — 3%;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება — 2%;
  • სტრატეგია აღმაშნებელი — 2%;
  • ლელო — 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 2%;
  • პარტია მოქალაქეები — 2%;
  • ერი — 1%;
  • ევროპული საქართველო — 1%;
  • ხალხისთვის — 1%;
  • დროა — 1%;
  • გირჩი — 1%;
  • სხვა — 1%;
  • პასუხი არ აქვს კითხვაზე — 20%;
  • პასუხის გაცემაზე უარი თქვა — 7%.

ფოტო: IRI

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევა მიმდინარეობდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში პირისპირ ინტერვიუს ფორმატით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის მიცემის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით ყველა სოფელსა და რაიონში, გარდა ოკუპირებული რეგიონებისა.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 74 პროცენტია.