პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, მეორე მოსმენით, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმების გაუქმების შესახებ კანონპრპოექტი დაამტკიცეს. კანონპროექტს 84 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი ჰყავდა.

24 ივნისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდება. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მლნ ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

გაიგე მეტი: