ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტია შარლ მიშელის შეთნხმებას აღარ დაუბრუნდება და გამორიცხულია, რომ მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოაწერონ ხელი.

"რაც შეეხება შეთანხმებას, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით და არათუ არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს, თუნდაც, დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ბუნებრივია, ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდეს", — ამბობს კობახიძე.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: