ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლო სანქციების დაკავშირება ხელშეკრულების ანულირებასთან აბსურდია. ჟურნალისტის კითხვას, სანქციების მოლოდინში, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც დოკუმენტზე ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე, პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

"ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯია სწორედ ახლა, აი, ამ ხელშეკრუკებიდან გასვლა, ვინაიდან, ამით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უბრუნდება იმ თავის ფუნქციას, რომელიც აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იქნება უფრო სწორი და ჯანსაღი პოლიტიკური კონკირენცია", — განაცხადა მან.

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებეზე საუბრისას კი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "არანაირ გადაჭარბებულ კრიტიკასთან არ გვაქვს საქმე".

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: