პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს არ ყოფილა შეხვედრა იმისთვის, რომ რაიმე კრიტიკა მოესმინათ. მისი თქმით, პრეზიდენტი დოკუმენტის ხელმომწერებს შეხვდა, რადგან აინტერესებდა ვინ და როგორ ასრულებდა შეთანხმებას, რომ თავისი პოზიცია ჩამოაყალიბოს.

"ეს არ ყოფილა შეხვედრა იმისთვის, რომ რაიმე კრიტიკა მოგვესმინა. საქართველოს პრეზიდენტს აინტერესებდა ჩვენი ახსნა, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იმიტომაც ხვდება ის სხვადასხვა მონაწილეს ამ მოლაპარაკებების, რომ მან საკუთარი აზრი ჩამოიყალიბოს [...]

ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ პრეზიდენტს მოესმიმა ჩვენი განმარტებები მთლიანად ამ პროცესთან დაკავშირებით — როგორ მიდიოდა შეთანხმების შესრულება, ვინ ასრულებდა, ვინ არ ასრულებდა, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია რა იყო და ჩვენ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მთავარი აქცენტები", — განაცხადა მან.

დღეს, 2 აგვისტოს პრეზიდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა უკვე დატოვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან : ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან იოსელიანი, არჩილ თალაკვაძე, ხათუნა სამნიძე. სავარაუდოდ, განსახილველი საკითხი შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაა.