ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებს, მის "ზღაპრებსა და ფანტაზიებს" უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

"ნ.გ-ს ზღაპრებსა და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. არის რაღცაა ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგავრი საფუძვლსი გარეშე, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული. როგორც ჩანს, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უმენდნენ ტოტალურად მთელს საზოგადოებას [...] მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის", — თქვა მან.

გაიგე მეტი:

მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული.

სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან. გვარამია ამბობს, რომ ეს ჩანაწერები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.

On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გასარკვევად, რა რეაგირება ექნებათ ამ ინფორმაციაზე. უწყებაში თქვეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, GDI-ს დამფუძნებელი, გიორგი მშვენიერაძე და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურო იმნაძე ადასტურებენ, რომ გვარამიას გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღწერილი დიალოგი შედგა.