პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები მეოთხე ცდაზე აირჩია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტმა მეოთხე ცდაზე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კალანდარიშვილმა სამის წინააღმდეგ 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ კანდიდატებმა კენჭისყრაზე დეპუტატების ხმების 2/3 (100 ხმა) ორჯერ ვერ მიიღეს. უშედეგოდ დამთავრდა მესამე კენჭისყრაც, რომელზეც პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა იყო საჭირო.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები იყო წარდგენილი.
დღესვე კენჭი ეყარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს. მათგან პარლამენტის მხარდაჭერა გია ცაცაშვილმა (81 ხმით) და მაია ზარიძემ (81 ხმით) მოიპოვეს.
საარჩევნო კოდექსის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.
გიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელია. მას 2019 წლიდან ცესკოში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრის პოზიცია უკავია.
კალანდარიშვილმა სკოლა ქუთაისში 2001 წელს დაამთავრა. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკისა და ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტებზე. 2004 წელს სტაჟირება გაიარა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. მისი თქმით, რამდენიმე თვით გაემგზავრა ბრიტანეთში სასწავლო კურსებზე.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, ხოლო 2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, რის საფუძველზეც ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსიც და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 2021 წელს კი დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე კი იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან მხარს არცერთს არ უჭერდა და აცხადებდა, რომ მათ მოთხოვნებს არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, სამართლიანი არჩევნები საკონკურსო კომისიის გადაწვეტილებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ამ არჩევნებისათვის საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები