თურქეთის რესპუბლიკაში უკვე მეხუთე დღეა, მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს: BBC-ის ცნობით, ქვეყნის ათეულობით პროვინციაში, ასზე მეტ ადგილას ერთდროულად ებრძოდნენ ტყის ხანძარს. მათგან 120 კერა უკვე ჩააქრეს, თუმცა შვიდ სხვა ადგილას ისევ ცდილობენ ამ გამანადგურებელ კატასტროფასთან გამკლავებას.

ბოლო ინფორმაციით (1-ლი აგვისტო), ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია იუწყება, რომ საფრთხის გამო თურქეთის კონკრეტულ პროვინციებში ასობით ადამიანია ევაკუირებული: ცეცხლი ისეთ საკურორტო ქალაქსაც მიუახლოვდა, როგორიც ბოდრუმია.

როგორც Aljazeera წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს, ხანძართან ბრძოლაში კი ქვეყანას რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და უკრაინის სამაშველო ძალებიც ეხმარებიან.

ახლა წარმოგიდგენთ ფოტოკადრებს ამ ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრიდან:

1. მთელ ქვეყანაში ტყეების უზარმაზარი ტერიტორია დაიწვა

ფოტო: Kaan Soyturk/Reuters

2. მეხანძრეები ყველა საშუალებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას

ფოტო: Umit Bektas/Reuters

3. პროფესიონალებს სამოქალაქო პირებიც მოხალისეობრივად ეხმარებიან ხანძართან ბრძოლაში

ფოტო: Ilyas Akengin/AFP

5. მანავგატის ოლქში ადგილობრივი ქალი ცდილობს, თავის სოფელთან მოახლოებულ ტყის ხანძარს გაუმკლავდეს

ფოტო: AP

6. თურქეთის სამხრეთ რეგიონში ზაფხულობით ხანძრები ხშირია, თუმცა ამბობენ, რომ წელს ცეცხლმა უჩვეულოდ დიდი ტერიტორია მოიცვა

ფოტო: AP

6. ამის გამო უამრავი ადამიანის სახლი და საცხოვრებელი გარემო განადგურდა

ფოტო: Umit Bektas/Reuters

7. ასე გამოიყურება ხანძრის შემდეგ ტყეები

ფოტო: Erdem Sahin/EPA

8. სამწუხაროდ, ამის შედეგად დაიღუპა უამრავი ცხოველიც

ფოტო: REUTERS/Umit Bektas

9. ხანძრის კერების სიახლოვეს დასახლებები კვამლით დაიფარა

ფოტო: Ilyas Akengin/Agence France-Presse

10. ხანძრის კერები მანავგატის ოლქში

ფოტო: Handout / Maxar Technologies / Reuters