სტრატეგია აღმაშენებელი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს ამბობს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ დრომდე არ გაუკრიტიკებია ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავირებით. პარტიის განმარტებით, მზად არიან განიხილონ პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ღიად გააკრიტიკებს მმართველ გუნდს.

"ვთვლით, რომ ქართული ოცნების სურვილი უპასუხისმგებლოდ თავი აარიდოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პიდაპირი მედიაციით შექნილი დოკუმენტის პირობების შესრულებას, არის დემოკრატიის და ჩვენი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო ქმედება, რისი საშუალებაც მას არ უნდა მივცეთ.

ველოდებით პრეზიდენტისგან ამ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობას", — ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის განცხადებაში.

დღეს, 2 აგვისტოს პრეზიდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა უკვე დატოვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან : ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან იოსელიანი, არჩილ თალაკვაძე, ხათუნა სამნიძე. სავარაუდოდ, განსახილველი საკითხი შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაა.