ღუდუშაური ჟურნალისტს ფარულ მოსმენაზე დასმულ კითხვაზე: ვერ გამოდიხართ ხომ ენმ-ს რეჟიმის დროიდან?
"აბსოლუტური სისულელეა" — ასე მოიხსენიებს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებულ, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებს და ჟურნალისტებს ირონიულად ეკითხება: "საიდან მოგაქვთ ეს სისულელეები".
"დამშვიდდით, დამშვიდდით. ნიკა გვარამიამ ხომ გითხრათ, რომ უბრუნდებით ჟურნალისტიკას, თუმცა რადიკალურსო, ხომ გითხრათ" — ამბობს ის საკითხის შეფასების ნაცვლად.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჩანაწერების შინაარსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, ღუდუშაურმა თქვა:
"ვერ გამოდიხართ ხომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროიდან. რა მასალებზე [უნდა დაიწყოს გამოძიება]? იჯდა გვარამია და დემაგოგიას, რაღაცეებს კითხულობდა... [NGO-ს წევრები, ვინც დაადასტურა შინაარსი] ყველა არიან აფილირებული ან პირდაპირი წევრები ნაციონალურ მოძრაობის".
- ჩემთვის ეს არის მორიგი ფეიკ ნიუსი — თალაკვაძე გვარამიას მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე
- ნეტა ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს რასაც ვამბობ — დავითულიანი ფარულ მოსმენაზე
მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან. გვარამია ამბობს, რომ ეს ჩანაწერები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გასარკვევად, რა რეაგირება ექნებათ ამ ინფორმაციაზე. უწყებაში თქვეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, GDI-ს დამფუძნებელი, გიორგი მშვენიერაძე და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურო იმნაძე ადასტურებენ, რომ გვარამიას გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღწერილი დიალოგი შედგა.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
კომენტარები