ახალშობილისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა — რა ვიცით
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული სესხის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება როგორც მრავალშვილიან, ასევე, იმ ოჯახებზე, რომელთაც პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი ეყოლებათ.
"ახალშობილის ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში, ასეთმა ოჯახმა შეიძლება მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს დამატებით ახალი ბინა, საცხოვრებელი სახლი. 200 ათასი ლარის ოდენობის სესხი იქნება თანასუსბისიდრებული", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, იმ ოჯახებისთვის, ვისაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინებათ, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება თითქმის ნახევარი იქნება.
"ანუ პირობითად, დღეს თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული. ხოლო თუ საუბარია, მესამე, მეოთხე, ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება არის გაცილებით მეტი, დაახლოებით, 8% და ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი დაახლოებით, 4%-ში აიღებს დღეს იპოთეკურ სესხს, იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები და 5 წლის მანძილზე, ანუ თითქმის მთელი პერიოდი, რაც ეს იპოთეკური სესხი ექნებათ, ჩვენ ამას განვახორციელებთ", — თქვა თურნავამ.
ამასთან, მინისტრის ცნობით, ამ პროგრამის მოქმედების ქვეშ ავტომატურად მოექცევიან ისეთი ოჯახები, რომელთაც უკვე ჰყავთ სამი ან მეტი შვილი.
"მათაც ავტომატურად შეეძლებათ ისარგებლონ ამ პროგრამით, ახალი წევრის შეძენის გარეშე. ანუ ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი დღეს, პირველი სექტემბრიდან შეუძლია, შემდგომი 12 თვის განმავლობაში მიმართოს საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი და აქაც ჩვენ, დაახლოებით, 2/3-ს საბანკო პროცენტის დავუსუბსიდირებთ, ანუ ესეც დაახლოებით, 4%-იანი სესხი იქნება", — თქვა მან.
მთავრობამ 25 ივნისს დააანონსა, რომ ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას იწყებდნენ. კერძოდ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, ოჯახებს რომელთაც შვილი შეეძინებათ, საშუალება ექნებათ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ და ამით საცხოვრებელი პირობები შეიქმნან/გაიუმჯობესონ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები