ჩემთვის ეს არის მორიგი ფეიკ ნიუსი — თალაკვაძე გვარამიას მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე
ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტებს "მორიგ ფეიკ ნიუსს" უწოდებს და აცხადებს, რომ გვარამია "პოლიტიკური მიზნებით დეზინფორმაციის გავრცელებას ახდენს".
"ჩემთვის ეს არის მორიგი ფეიკ ნიუსი და განსაკუთრებით, გავრცელებული იმ არხისგან, იმ ე.წ მედიამენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური პარტიის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ გახსოვთ, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-სა და ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც გასაკვირი არ არის, რომ ზუსტად საარჩევნო პერიოდში და ზუსტად პოლიტიკური მიზნებით, ის ახდენს ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ", — განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სინამდვილეში ჩანაწერები არ არის და მხოლოდ ტექსტებია, რისი დაწერაც, "ყველას შეუძლია".
"რაც ვნახეთ, ეს გახლავთ მორიგი ფეიკ ნიუსი, რადგან სინამდვილეში ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს, ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ.ნ-ს ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე", — თქვა მან.
პირველ აგვისტოს მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის გადაცემაში განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები მოიპოვა, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. გვარამიას თქმით, დოკუმენტებში იკვეთება, რომ სუს-ი ამ ადამიანების პირად ცხოვრებას, ასევე, პირად, როგორც პირისპირ, ისე სატელეფონო საუბრებს უსმენს და უკანონო ჩანაწერებს აკეთებს.
სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან.
როგორც მთავარი არხის დირექტორი ამბობს, ეს ჩანაწერები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გასარკვევად, რა რეაგირება ექნებათ ამ ინფორმაციაზე. უწყებაში თქვეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, GDI-ს დამფუძნებელი, გიორგი მშვენიერაძე და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურო იმნაძე ადასტურებენ, რომ გვარამიას გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღწერილი დიალოგი შედგა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები