მთავრობა რთველის სუბსიდირებას გეგმავს. როგორ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ერთი კილოგრამი ყურძნის ღირებულება მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

"ერთი კილოგრამი რქაწითელი არანაკლებ 90 თეთრი ეღირება. აქედან სახელმწიფოსგან დამატებით კომპანიები 35 თეთრს მიიღებენ. ანუ, მოსახლეობა მიიღებს რეალურად ამ დანამატს. ჯამში მინიმუმ 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, წელს ყურძნის ხარისხიან მოსავალს ელოდებიან. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ზრდას პროგზონირებენ რაოდენობაშიც. კერძოდ, ჯამში ინდუსტრიულად 300 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას ელოდებიან.