მეუფე სტეფანემ სტიქაროსნებს ტაძრიდან გააყვანინა ქალი, რომელიც ცდილობდა მეუფესთვის კითხვა დაესვა. თაიმერის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ვიგებთ, რომ სკოლა-პანსიონის ყოფილი თანამშრომელი, მაია ცავაა სწორედ მისი სამსახურის თაობაზე ცდილობდა დაესვა კითხვა, რა დროსაც მეუფე სტეფანემ სტიქაროსნებს უთხრა, რომ ის ტაძრიდან გაეყვანათ.

როგორც თვითონ მაია ცაავა აცხადებს, ის სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ჟურნალისტებს უთხრა, ითხოვდა ხელფასის მომატებას.

"მივედი ტაძარში, მეუფე სტეფანესთვის მინდოდა მეკითხა რატომ გამომიშვა, მან კი[...] ეგ მეუფე კი არ არის, ეგ არის მოძალადე, გამომაგდო ტაძრიდან. სტიქაროსნებს უთხრა გაიყვანეთო და არ მაცალა ლაპარაკი. გიმნაზიაში ვმუშაობ მე მზარეული ვიყავი. მანამდე ხელფასზე იყო ლაპარაკი, გრიგოლ კაციას დროს 100 ლარი დაგვიმატეს ხელფასი დანამატი და კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ მეუფე გრიგოლი რომ მოვიდა, ის 100 ლარი დაგვაკლეს. ვითხოვდით ამის მომატებას. მოგვატყუეს რამდენჯერმე, 1 თვე, 2 თვე და გვატყუებდნენ ასე, სულ ბოლოს დაგვიმატეს 40 ლარი. ამის გამო ამოვიღე ხმა, ვთქვი, მინდოდა ხელფასის მომატება. დანარჩენი მე არაფერი არ დამიშავებია, ამის გამო მან მომთხოვა ბოდიშის მოხდა, პირადად სტეფანესთვის უნდა მოგვეხადა ამის გამო ბოდიში", — ამბობს მაია ცაავა.

როგორც ქალი თაიმერთან ყვება, მისი გათავისუფლების განცხადება 19 ივნისს დაიწერა, ხოლო მას 31 აგვისტოს გაუგზავნეს, ამიტომ განცხადების გასაჩივრების ვადაც გასული იყო.