როგორ აღნიშნავს ტომ დეილი ოლიმპიურ ჩემპიონობას? — ზის თავისთვის და ქსოვს
როცა ხანგრძლივ და შრომატევად საქმეს დაასრულებ, თანაც წარმატებით, უკვე თამამად შეგიძლია საკუთარ თავს გართობის, ან თუნდაც ჰობით დაკავების უფლება მისცე. ამიტომ არ უყოყმანია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ტომ დეილის, როდესაც წყალში 3 მეტრის ტრამპლინიდან ხტომაში ქალების კატეგორიის ფინალს საქსოვი ჩხირებით მიაშურა.
ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს, როგორ ადევნებს 27 წლის სპორტსმენი დაძაბულ ფინალს თვალს; თუმცა, ნაქსოვსაც გულდასმით აკვირდება და ცდილობს, თვალი არ დაეშალოს.
სხვათა შორის, დეილიმ, რომელმაც ტოკიოს თამაშებზე პირველობა მოიპოვა, ცოტა ხნის წინ თავის ოქროს მედალსაც მოუქსოვა ჩასადები პაწაწინა ჩანთა. როგორც ჩანს, ქსოვა დიდი ხანია, ტომის ჰობია და ამ გატაცებას სპორტსმენმა ინსტაგრამგვერდიც კი მიუძღვნა, სადაც გამომწერებს თავისი ნაქსოვი ნივთების ფოტოებს უზიარებს.
"ქსოვის და ყაისნაღის გამოყენების სწავლა დიდად დამეხმარა ოლიმპიადის განმავლობაში, ჩვენ კი ოქროს მედალიც მოვიგეთ", — დაწერა დეილიმ გამარჯვების შემდეგ.
თუმცა, დეილი წლევანდელ ოლიმპიადაზე ყურადღების ცენტრში მხოლოდ ოქროს მოგებით ან ქსოვით არ მოქცეულა. გამარჯვების შემდეგ მის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ ინტერნეტში ასევე დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
"საოცრად ვამაყობ, რომ ვარ გეი და ასევე ვარ ოლიმპიური ჩემპიონი", — განაცხადა ტომმა, — "როცა პატარა ვიყავი, არასდროს მეგონა, რომ, იმის გამო, ვინც ვიყავი, ამას მივაღწევდი. ახლა, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია.
"ვიმედოვნებ, ყველა ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანი დაინახავს, რომ, მიუხედავად იმისა, რამდენად მარტოსულად გრძნობ ახლა თავს, მარტო არ ხარ. ყველაფრის მიღწევა შეგიძლია".
დეილისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა, თუმცა, პირველი ოქროს მედალია. მან ბრინჯაოს მედლების მოპოვება 2012 და 2016 წლებში შეძლო ლონდონისა და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები