კახეთში კაცს ავტომობილი შეკეთებისას დაეცა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საკუთარ ეზოში ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.