8000 მოსავლის ახალი სივრცე განსხვავებული ფორმატისაა — ეს არის ღვინის მაღაზია ბოთლის ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტით და ღვინის საცავი-მაცივრით, რომელიც ცივი ღვინის შეძენისა და დაგემოვნების საშუალებას იძლევა. 8000 მოსავლის ახალი მაღაზია ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 15-ში მდებარეობს.

სტუმრებს კვლავინდებურად, ისევე როგორც სხვა ფილიალებში, შესაძლებლობა აქვთ შეძენამდე ადგილზე დააგემოვნონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი გემო, რაშიც მაღაზია-ბარის გამოცდილი სომელიეები დაეხმარებიან.

ფოტო: 8000 მოსავალი

მსგავსი ფორმატის მაღაზიების გახსნას 8000 მოსავალი დედაქალაქის სხვა ლოკაციებზეც გეგმავს.

ბრენდის მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაასინჯოს და შეაყვაროს კარგი ქართული ბოთლის ღვინო.

8 000 მოსავლის ფილიალები თბილისში მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

  • სულხან ცინცაძის 26;
  • ირაკლი აბაშიძის 60;
  • რ. თაბუკაშვილის 27;
  • წყნეთის გზატკეცილი.

8 000 მოსავალი კაპიტალის ზრდის კომპანია — სინერჯის პორტფელური კომპანიაა.