ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მასობრივი ვაქცინაციის ახალ სივრცეში, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში 31 ივლისს გაიხსნა, პედაგოგები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან. გაბუნიას თქმით, პედაგოგიურ პერსონალს განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მათი გადაწყვეტილებითა და ნებით შეუფერხებლად.

''ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ მობრძანდნენ და ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ ჩაიტარონ, როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით... ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტის, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე'', — განაცხადა გაბუნიამ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ სოფლად ვაქცინაცია აქტიურად დაიწყება.