ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ფაიზერის დამატებითი 162 630 დოზა შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება. მისივე თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს, 31 ივლისს გაიხსნა და ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ www.booking.moh.gov.ge-ს ან ცხელი ხაზის 15 22-ის დახმარებით შეუძლიათ.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრირებული პირები სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას N33-ში, დაჯავშნილ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.